„სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა ტვიტერზე დაწერა.
„საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია“, – დაწერა მარინა კალიურანდმა.