მარტვილში “ქართული ოცნების“ წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზურაბ ბიგვავა, როგორც თავად წერს სოციალურ ქსელში, უმრავლესობას ტოვებს.
კითხვით _ ბიგვავას წასვლის შემდეგ დაკარგავს თუ არა უმრავლესობის სტატუსს “ქართული ოცნება? _ “გურია ნიუსმა” მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს, ალექსი გაბისონიას მიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ბიგვავას საკრებულოსთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.
“ჩვენთვის ოფიციალური განცხადებით მას არ მოუმართავს. ეს იყო სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე დაწერილი პოსტი. არც ფრაქციის თავმჯდომარესთან და არც ჩემთან არც წერილობითი ან სიტყვიერი კომუნიკაცია არ ჰქონია. მაგრამ თუ ეს მოხდა ოფიციალურად და მან უმრავლესობა დატოვა, ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად, უპირობოდ ოპოზიციაში გადავა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, _ გვითხრა გაბისონიამ.
ცნობისთვის მარტვილის საკრებულოში სულ 37 დეპუტატია, აქედან, მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა, ბიგვავას ჩათვლით 19-ს შეადგენს.