კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იყო, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე. დინამიკაში გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხთან.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 14-ს შეადგენს.
ქვეყანაში COVID-19-ის 851 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია 702.