საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მოთხოვნებს სპეკულაციურს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპონენტებს პროცესები თავად შეჰყავთ ჩიხში.
ამის მაგალითად მდინარაძემ ოპოზიციის მიერ გერმანული მოდელის მსგავსი სისტემის შემოთავაზება დაასახელა, რითაც დეპუტატის შეფასებით, ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს, რადგან არც ეს მოდელი მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.
მისივე თქმით,„ქართული ოცნების“ შეთავაზებამ ოპოზიციის ნაწილი პაკინაში და აგონიაში ჩააგდო.
„მათ მიერ შემოთაზებული ყველა ვერსია არის სპეკულაციური. უნდა გაიაზრონ რეალობა და ის, რომ თუ ადგილი ექნება კანონის დარღვევას, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს უკანონობას“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.