მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 56-ე კილომეტრზე, დამეწყრილ მონაკვეთზე მოხდა, სადაც მდინარე ალაზანია დაგუბებული.
ადგილობრივების თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა ჩაიშალა. მამაკაცი წყალში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მდინარეში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი მყვინთავებმა უკვე იპოვნეს.