ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძიმითში მდინარემ სუფსამ ორი გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. გამგებლის წარმომადგენელის თანაშემწე მზექალა მელუას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ წუთებში მხოლოდ ერთი გოგონას ცხედარი არის ნაპოვნი.
“მაშველები მეორე გოგონას ეძებენ. 12 წლის გოგონები იყვნენ. საშინელება მოხდა. ფოტოების გადაღებას აპირებდნენ მდინარე სუფსაზე და მერე რა მოხდა, არ ვიცით“, – გვითხრა მზექალა მელუამ.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით.