დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტრაგედია მოხდა. დეიდა და დისშვილი, რომლებიც 12 წლის იყვნენ, მდინარეში სურათების გადასაღებად შევიდნენ, რა დროსაც ორივე მორევმა ჩაითრია და დაიღუპნენ.
_ საშინელებმა მოხდა. ერთის დედა ნაპირზე იყო და ბავშვების ხმის გაგონებისთანავე გადახტა მდინარეში. იქ ცუდი ადგილია. მორევია და ეს ქალიც ჩაითრია, თუმცა, მდინარეზე მყოფმა ახალგაზრდებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. სამწუხაროდ, გოგონების გამოყვანა ვერ მოხერხდა, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
ერთი გოგონას ცხედარი მაშველებმა მალევე იპოვეს. ერთის ძებნა კი ცოტა ხნის წინ შეწყდა. როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, სამძებრო სამუშაობო დილით განახლდება.