ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებები.
როგორც „გურია ნიუსს“ დაკარგულის ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს, რომელშიც 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენია ჩართული.
შეგახსენებთ, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო.