ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის მისამართით წერს, რომ ბავშვებს აუხსნან, თუ რატომ იყვნენ ,,ნაციონალების“ დროს მათი მამები ნაწამები, დამცირებულები და შეურაცხყოფილები. თავად კი პირობას იძლევა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შვილებს აუხსნის, თუ რატომ სხედან მათი მამები ციხეში.
„ახლა სანდრა „როლეფსს” გაუმეორებია ის, რაც ამასწინათ სხვა დაპატიმრებული „ნაცების” ცოლებმა თქვეს _ „ვერ ვუხსნი ჩემს შვილებს, რატომ არის მათი მამა დაპატიმრებული და რატომ ზის ციხეშიო…
ქალბატონო „როლეფს”! და სხვა „ნაცების” ცოლებო! ასეთ რამეს გთავაზობთ: მოდი, გავცვალოთ ადგილები და მე ავუხსნი თქვენს შვილებს, რატომ არიან მათი გნიდა მამები ციხეში!
ოღონდ თქვენ აუხსენით იმ ბავშვებს, რომლებსაც მე მოგიყვანთ, რატომ არიან მათი მამები ნაწამები, რატომ არიან შეურაცხყოფილი, რატომ ისხდნენ ისინი ციხეში ბევრი წელი და მათ ნაწილთან კიდევ იმის ახსნაც მოგიწევთ, რატომ არიან მათი მამები მიწაში!!!
ჰა, რას იტყვით, გაწყობთ?“ _ წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.