პარლამენტის წინ აქციის განახლება 16:00 საათზე იგეგმება. ამჟამად პარლამენტის შენობასთან სიმშვიდეა – გასული ღამე ადგილზე ზაზა სარალიძესთან ერთად რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კარვებში გაათენა.
დილით რუსთაველზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც მივიდა. მას შემდეგ, რაც მთავარი მოთხოვნა – ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე დასჯილიყო, დღის ბოლომდე არ შესრულდა, მოთხოვნებს მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა და პარლამენტის დათხოვნა დაემატა.
„მე არანაირი გეგმა არ მაქვს. მე მაქვს მოთხოვნები. თავად ხედავთ, როგორც ცდილობს პრემიერი და წულუკიანი თვალებში ნაცარი შემაყარონ. რა უნდა გამოიძიონ? გამოძიებულია ყველაფერი და დააკავონ ყველა,“ – აცხადებს სარალიძე.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით კი, დღეს პანკისიდან ქისტები ჩამოვლენ და იქამდე დადგებიან ზაზა სარალიძის გვერდით, ვიდრე მისი მოთხოვნები არ შესრულდება.
rustavi2.ge