მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, რომ მოკვდეს” – ეს მიმართვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყდეს.
სასამართლო პროცესი უკრაინაში, პიჩორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერს მედიასთან კომენტარის გაკეთების საშუალება მიეცა, რა დროსაც მან განაცხადა, რომ ის მას მიაჩნია, რომ არის არა პატიმარი და არამედ ტყვე. მან ასევე აღნიშნა, რომ მას და მის მომხრეებს კონფრონტაცია არ ჭირდებათ.
“მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, რომელიც აჩვენებენ უკრაინელების ღირსებას, თუ როგორი პრინციპები აქვთ უკრაინელებს და როგორ უყვართ თავისუფლება. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი კონფრონტაცია, მე არანაირი მძაფრი ქმედებებისკენ არ მოვუწოდებ, ეს მოძრაობა გაფართოვდება, რადგან ეს არ არის მოძრაობა სააკაშვილისთვის, ხალხი ქუჩაში სააკაშვილისთვის არ გამოდის. მე არ მეშინია. მათ შეუძლიათ მე მომკლან, მაგრამ ვერასოდეს მოკლავენ უკრაინელ ერს და მათ მისწრაფებას თავისუფლებისადმი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
“ამის შესახებ ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს, მან მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ეს მისთვის რთული არჩევანია, მაგრამ მხარი დამიჭირა. იცხოვრო გისოსებში, იყო ოლიგარქიის პირადი პატიმარი. მე საკუთარი თავი ტყვედ მიმაჩნია უკრაინული ოლიგარქიის, ვლადიმერ პუტინისა და ყველა იმ ბინძური ძალის, რომლებიც უკრაინას ანადგურებენ. თავი დაკავებულად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ვარ სამხედრო ტყვე, რადგან ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ისინი ვერ გაერთობიან ჩემი გისოსებს მიღმა ყურებით, ისინი ჩემს ღირსეულ შიმშილობას ნახავენ. მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, რომ მოკვდეს.” _ აღნიშნა სააკაშვილმა.
RUSTAVI2.GE