მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
„ყველაზე მთავარი გამოწვევა, ალბათ არის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის და არამარტო მათი წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ამაზე მე ვფიქრობ ცალკე გვექნება საუბარი. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით და მოიცავს სოციალურად დაუცველებს, ვისაც 100 000 ან ნაკლები ქულა აქვს. მათთვის ხელმისწვდომია ის მედიკამენტები, რომლებიც ფარავენ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს. თუმცა, ეს ,რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და როგორც მედიკამენტების ჩამონათვალის, ასევე ამ პროგრამით მოსარგებლეების გაზრდა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგას“, _ განაცხადა სერგეენკომ.