მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები ომის ვეტერანები ტრადიციულად სახელმწიფოსაგან ერთჯერად პრემიას მიიღებენ. მთავრობის 838 -ე დადგენილების შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყო მისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულება და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 3 მაისის მდგომარეობით სრულად გადაურიცხა თანხები.
აღნიშნული განკარგულებით, 9 მაისის გასაცემელი ეძლევათ- მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს- 600 ლარის ოდენობით, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი- 300 ლარის ოდენობით.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გასაცემელი განკუთვნილი იყო სულ 883 ბენეფიციარზე, მათგან 592 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, 291 კი ომში დაღუპულთა ოჯახის წევრია.
“4 მაისიდან ამ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ლიბერთი-ბანკის ანგარიშებიდან მიიღონ კუთვნილი თანხა. თბილისში მცხოვრები ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის თანხების გადარიცხვას აწარმოებს დედაქალაქის მერია. სოციალური მომსახურების სააგენტო თანხების გადარიცხვისას სარგებლობს იმ სიებით, რომელსაც აწვდის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი”, _ აცხადებენ უწყებაში.