გასულ კვირას გაიმართა რეგიონული ლიგის დასავლეთ “ბ” ჯგუფის მეშვიდე ტურის შეხვედრები.
საინტერესო მატჩი გაიმართა ქობულეთის “შუქურა”–2-სა და მარტვილის “მერანი” – 2-ს შორის . შეხვედრა მეტად დრამატულად წარიმართა თავიდან ჭყონდიდელები დაწინაურდნენ 2:0, თუმცა, მასპინძლებმა დიდი ძალისხმევის ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს, ზედიზედ სამი გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურდნენ 3:2, თუმცა, სტუმრებმა საპასუხო ქამბექი გამოუცხვეს და საბოლოოდ, შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა _ 4:3. მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ხულოში აუტსაიდერები “ხიხანი” და ოზურგეთის “მერცხალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძლებმა მოიგეს _2:1.
საინტერესო იქნება მერვე ტურის დაპირისპირებები 26 თებერვალს, რომელშიც “მერანი 2” პირველადგილოსან “მაჭახელას” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზეც გადაინაცვლებს. “მერცხალი” “შუქურა 2”-ს უმასპინძლებს, ხოლო “ხიხანი” კი _ “სამგურალი 2″–ს.
“მერცხალს“ ამ ეტაპზე არცერთი მოგება არ აქვს და ის ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
წყარო: სპორტ პანორამა