მესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც “გურია ნიუსს” კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში”.
“გურია ნიუსი” შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში არკვევს.