“სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროსა” და “პროგრესის სახლის” ინიციატივით, “ევროკლუბის” ბაზაზე შეიქმნა “ღია სივრცე”, რომელიც გადაეცა ევროკლუბის წევრ ახალგაზრდებს. ამ ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა 25 ნოემბერს, 26 მაისის ქუჩის N11ა-ში, სადაც ოფიციალურად გაიხსნა “ღია სივრცის” ოფისი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გამოხატეს მომავალ პროექტებსა და აქტივობებში თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.
აღნიშნული ინიციატივის მთავარი დევიზია “მეტი შესაძლებლობები ახალგაზრდებს”, აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ “ღია სივრცე”-ს ფუნქციონირება არ არის ფინასურად მხარდაჭერილი რომელიმე პროექტის ფარგლებში და მისი საქმიანობისთვის საჭირო ხარჯები იფარება ზემოხსენებული ორი ორგანიზაციის: „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროსა” და “პროგრესის სახლის” მიერ.
ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ შექმნან ახალი პროექტები, განახორციელონ ღონისძიებები და თავისუფალი დრო რაციონალურად გაატარონ ერთმანეთთან. მიმდინარე ეტაპზე არჩეულია სამი ძირითადი მიმართულება: სამაგიდო თამაშები, კინო კლუბი და დიალოგის კლუბი. “ევროკლუბის” წევრი ახალგაზრდები მზაობას აცხადებენ იმუშაონ უფრო მასშტაბურ პროექტებზე და ჩართონ უფრო მეტი ახალგაზრდა. “ღია სივრცე” აქტიურ მუშაობას დეკემბრიდან დაიწყებს და მისი ეგიდით პირველი აქტივობა განხორციელდება 5 დეკემბერს – “მოხალისეობის საერთაშორისო დღე”.