კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის კოაგულაციის დარღვევა და თრომბის გავითარება _ ამის შესახებ MedicalXpress იუწყება.
ამერიკელი მეცნიერების თქმით, ეს გართულება უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სუნთქვით ფუნქციებზე, რაც იწვევს ფილტვების მდგომარეობის გაუარესებას.
ალაბამის უნივერსიტეტის დოქტორი ჟანა მური მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო COVID-19-ით დაავადებულები კარგავენ სუნის შეგრძნებას.
მედიკოსები ამბობენ, რომ დაავადების დროს თრომბოზის მკურნალობის მცდელობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება, რადგან თრომბის გამყოფი ფერმენტის _ პლაზმინის რაოდენობის გაზრდა ეხმარება ვირუსს, შეაღწიოს ორგანიზმის უჯრედებში.