როგორც ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, სინამდვილეში კოცნას არც ისეთი რომანტიკული დანიშნულება აქვს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს წარმოგვიდგენია. გამოკვლევამ, რომელსაც კოლინ ჰენდრი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ კოცნა ასრულებს ერთგვარი ვაქცინაციის როლს ციტომეგალოვირუსის წინააღმდეგ.
ექსპერტების მტკიცებით ეს ვირუსი ჩვეულებრივ არ არის საშიში, თუმცა საქმე სხვაგვარადაა ორსული ქალების შემთხვევაში: ამ დროს ციტომეგალოვირუსმა შეიძლება ნაყოფთან დაკავშირებული სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ქალის ორგანიზმში კოცნის დროს მოხვედრილი მამაკაცის ნერწყვი, მეცნიერების მტკიცებით, ახდენს იმუნიტეტის გამომუშავებას და ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის როლს ასრულებს.
კოცნის საიდუმლოების ამოხსნას სპეციალისტები უკვე დიდი ხანია ცდილობენ და ეს არ არის მათი პირველი თეორია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, კოცნის დროს ქალი და მამაკაცი ქვეცნობიერად ერთმანეთს შორის ცვლიან გენეტიკურ ინფორმაციას.
ჩვეულებრივი ადამიანები კი ამდენს ნამდვილად არ ფიქრობენ კოცნის მნიშვნელობაზე, თეორიას პრაქტიკას ამჯობინებენ და უბრალოდ ემოციებს ენდობიან.