,,უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებას გამოეხმაურა. როგორც მჟავანაძე აცხადებს, ასეთი შემთხვევა, მსოფლიოს მასშტაბით, სამართლებრივ სივრცეში არ მოხდარა. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ უკრაინაში ხელისუფლების გადაბარება ხდება.
,,ის, რაც უკრაინაში მოხდა სამართლებრივ სივრცეში არ მომხდარა. მიხეილ სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, რამდენჯერმე დაიბარეს სასამართლოში არ გამოცხადდა, ხელისუფლების წინააღმდეგ უამრავ განცხადებას აკეთებდა და ამ ფონზე სასამართლომ საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. უკრაინის პროკურატურამ უამრავი მტკიცებულება წარადგინა, თუმცა, სასამართომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლებაზე გარე ძალები ახდენენ გავლენას, ამიტომ სააკაშვილს ვიღაცები, ხან გააშვებინებენ და ხან დააჭერინებენ. კაცი გამოძიებას ემალება და რა გარანტია აქვს სასამართლოს, რომ ქვეყნიდან არ გაიქცევა. სულ ცოტა შინა პატიმრობა მაინც ხომ უნდა შეეფარდებინათ. როგორი სიტუაციაც იყო საქართველოში 2003 წელს, იგივე სცენარი ვითარდება ახლა უკრაინაში. ფაქტია, რომ იქ ხელისუფლების გადაბარება ხდება. უკრაინის ხელისუფლება უსუსურია და მე მართლა მეცოდება უკრაინელი ხალხი, რადგან ამ პროცესების შედეგად უკრაინა მარტივ მამრავლებად დაიშლება“, _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.