თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს მას სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმე ეხება, 2017 წლის 23 აპრილს ქ. თბილისში, გლდანის მე-4 მ/რნ-ში ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულმა ცოლს ელექტრო-სადენის ყელზე შემოჭერით სიცოცხლე მოუსპო.
“ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, _ ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლოს ცნობით, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.