შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს 9 აპრილს ადარებს:
“შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება უერთთება ქართველი ხალხის ჩივილს ბატონი გავრილოვის შეურაცმყოფელ ქმედებასთან დაკავშირებით.
ხოლო რაც შეეხება თითქოს ეს შეკრება მართლმადიდებლობასთან იყვეს კავშირში ეს სრული სიცრუეა,სინოდის წევრებმა მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ რაც მოხდა და როგორც მოხდა.
სამწუხარო რეალობის წინ დადგა ქართველი ერი, ისე როგორც 9 აპრილის ღამეს იქნა ნაცემი, იგნორირებული და მოწამლული ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ასევე მოხდა დღეს, ისტორია მეორდება.
არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა”, _ აღნიშნულია მეუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.