საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ცოტა ხნის წინ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი დაღესტანთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.5 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.