“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, გურიის გუბერნიამ ახალი ავტომობილები მიიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერია, თუმცა, ინფორმაციას ფლობს:
_ ეს არის მოარული ხმები, თქვენ იცით, პრემიერმა განაცხადა, რომ ახალი მანქანები შვებას მისცემს ბიუჯეტს, თუმცა, რა მარკაზეა საუბარი, არ ვიცი ჯერ, კონკრეტულად როდის იქნება, ვერ გეტყვით. თუმცა, რაც უფრო შემჭიდროვებულ დროში მოხდება, კარგია, _ ამბობს ყაზაიშვილი.
ინფორმაციას გუბერნიაში თანამშრომელთა შემცირების შესახებ ყაზაიშვილი არ ადასტურებს.
_ ბატონო არჩილ, ინფორმაცია გვაქვს, რომ გუბერნიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. კონკრეტულად, უნდა შემცირდეს საშტატო ნუსხა, რისი მიხედვითაც უნდა დარჩეს 22 თანამშრომელი. რას გვეტყვით აღნიშნულთან დაკავშირებით?
_ თუ კი რამე რეორგანიზაცია იწყება გუბერნიის ადმინისტრაციაში, ამას წინ მოჰყვება შესაბამისი ნორმატიული აქტი და ეს აქტი ჯერ შედგენილი არ არის, _ გვითხრა მან.