საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოქლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხალხს მოუწოდებს, მისი დაკავების შემთხვევაში საოლქო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურორის შენობების ბლოკირება მოახდინონ.
“მინდა მივმართო არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ ყველა ადამიანს, ჩემი დაკავების შემთვევაში მოახდინეთ საოლქო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის შენობის ბლოკირება.
მე ამას მოგიწოდებთ, არა ჩემს გამო, არამედ იმ უკანონობისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების გამო, რითაც დაკავებულები არიან უკრაინელი მაღალჩინოსნები და ეს ხდება პრეზიდენტის ბრძანებით“, _ განაცხადა სააკაშვილმა.