საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ყირგიზეთის რადიო „აზატიკს“ და ხაზის გაუსვა ყირგიზეთის შანსებს შუა აზიაში.
„რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში, განსხვავებით ყირგიზეთისა, წარმატებული იყო, თუმცა, ყირგიზეთს აქვს შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური, ლიჯისტიკური და ინტელექტუალური ჰაბი.
ამის მისაღწევად, დღევანდელი ხელისუფლება გადამწყვეტ ნაბიჯებზე უნდა წავიდეს“, _ უთხრა „აზატიკს“ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფეისბუქზე „ქართული ოცნების“ წევრმა დიტო სამხარაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი ახლა „ყირგიზეთს აბოლებს, აგაშენებთო“.