ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ მზადაა ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს.
სუბელიანის ვიდეოკომენტარს ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ახალი კვირა” ავრცელებს”
„მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარ.
თუ იქნება რაიმე კითხვის ნიშნები ჩემ მიმართ, მზად ვარ, პასუხი გავცე“ _ ამბობს მირზა სუბელიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარების საქმეზე 31 მაისს დაკითხეს.