საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახლით წინასწარი ორ-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა ბარლდების შუამდგომლობა. როგროც პროცესის დაწყებამდე პროკურორი აცხადებდა, მუხედავად იმისა, რომ სუბელიანმა კალანდიებთან ოჯახში ყოფნისას მძმე დანაშაულის შესახებ შეიტყო, მან ამის შესახებ გამოძიებას არ შეატყობინა.
„ბრალდებულ მირზა სუბელიანს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ კალანდიებთან ოჯახში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი იყო გ.ჯ.
მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციის მიღებისა მის მიერ არ მომხდარა მყისიერად საგამოძიებო ორგანოსათვის ამ ინფორმაციის მიწოდება,“-განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირი ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
დაცვის მხარე მირზა სუბელიანისთვის გირაოს ითხოვს. როგროც ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, ბარლდების მხარე ვერ დაასაბუთებს პატიმრობის აუცილებლობას.
„ჩვენ რა თქმა უნდა არ დავეთანხმებით შუამდგომლობას და სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს. საქმის მასალებიდან გამომდინარე მე ვფიქრობ პროკურატურას გაუჭირდება დაასაბუთოს აღკვეთის უმაღლესი ფორმის, პატიმრობის მიზანშეწონილობა,“-განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა.
rustavi2.ge