ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ტვ1-ის ეთერში, დღის ამბებში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის თქმით, “მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ დიმსხვრა”.
გადაცემაში მიტროპოლიტი პეტრე სინოდის გუშინდელ სხდომას ეხმაურება. მისი თქმით, ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც სასამართლოს ყველა ისტანციას გაივლიდა, საპატრიარქო შექმნიდა კომისიას.
“გუშინდელი სინოდის სხდომა ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მაშინ, როდესაც ვსაუბრობდი ჯერ უკრაინის თემაზე და შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის საკითხის გარდა აუცილებლად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნას განხილული, ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და ციანიდის საქმე, მითხრეს რეპლიკებით, რომ როდესაც ამოიწურება საკითხი უკრაინის შესახებ, შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზე. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს. მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის”, _ განაცხადა მეუფე პეტრემ.