https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არაა სასურველი, მიტროპოლიტს ვაწყენინოთ!”

9:01; 23.01.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, სოფლის მხარდასაჭერი პროექტის ფარგლებში, სოფლის მცხოვრებთა კრება ჩატარდა.

კრების დაწყებამდე, სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა წყლის, გზის და გაზის პრობლემებზე საუბრობდა. მათ, ასევე, ყურადღება გაამახვილეს სოფელში სტადიონების კეთილმოწყობაზე, რომელიც სამ ლოკაციაზე უნდა გახორციელდეს. ერთ-ერთი ადგილი, სადაც სპორტული მინი-მოედნების მოწყობაზეც გააკეთეს აქცენტი, სოფლის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის დანგრეული შენობაა, რომელიც წარსულში “კლუბ-კანტორის” სახელით მოიხსენიეს.

_ კარგა ხანია, ჩვენთან იციან ამ დანგრეული შენობის და მიმდებარე ერთი ჰექტარი ფართობის საპატრიარქოსთვის გადაცემის თაობაზე. ეს ღიად აქვს ნათქვამი ჩვენს მეუფეს. ახლა აქ ზოგიერთს მოედნის და გამაჯანსაღებელი მინი-კომპლექსის მოწყობა აქვს განზრახული, თუმცა, ღირს მეუფესთან დაპირისპირება? _ გვითხრეს მელექედურელებმა კერძო საუბარში.

მალე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მოვიდნენ.

კოტე შარაშენიძე კრების მონაწილეებს მიესალმა და უთხრა, რომ ნებისმიერ პრობლემურ თემაზე მოუსმენდა მათ. როგორც შარაშენიძემ თქვა, მელექედურის მიხედვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

_ სად დადიხართ, მოდით აგერ! საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ.

_ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _ თქვა მერმა “გურია ნიუსის” ჟურნალისტის მისამართით, რაზეც ჩვენც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით. ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე შევთავაზებდით.

_ ახლა უნდა მივხედოთ სოფლის ცენტრს, შიდა გზების გაუმჯობესებას. გზები დაზიანებულია, მაგრამ იმ მანქანების მფლობელები, რომლებიც აქ დადიან, თუ ფიქრობენ, რომ გააკეთონ გზები, რომელსაც აზიანებენ? _ იკითხა შარაშენიძემ.

_ რა ვუყოთ ამ 40 ათას ლარს, როგორ მოვიხმაროთ იგი? აქ ვარ და გისმენთ. თქვენი სახელი და გვარი, ყველასი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი იცით ყველამ და იცით ისიც, რას ნიშნავს ეს. მე არ ვივიწყებ პატივისცემას _ თქვენ ამირჩიეთ. მზად ვარ, მოგისმინოთ და გავაკეთოთ, რასაც შევძლებთ ამ თანხით, _ უთხრა შარაშენიძემ დარბაზში შეკრებილებს, თუმცა, აქცენტს მაინც სოფლის ცენტრში არსებული ძველი კულტურის სახლის შენობის შესახებ აკეთებდა. კონკრეტულად კი განაცხადა, რომ უმჯობესია, აღნიშნული შენობის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი სპორტული ცენტრის, ზოგადად, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა მოხდეს.

კრების მონაწილეებმა თქვეს, რომ დიდი ხანია, ამ შენობის შემოქმედის ეპარქიისთვის გადაცემაზეა საუბარი და არაა სასურველი, მიტროპოლიტს აწყენინონ. კერძოდ, მელექედურის მოსახლეობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა მელექედურიდან ლევან კილაძემაც დაადასტურა, რომ აღნიშნული შენობა, მიმდებარე ტერიტორიით, საპატრიარქოს უნდა გადაეცეს.

_ მე ესეც არ ვიცი, ვნახოთ. გვყავს იურისტები, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ. ეპარქიაც ჩვენია. ერთმანეთის ვართ. სოფელში აუცილებელია ცენტრი იყოს კეთილმოწყობილი და ის დაუსრულებელი შენობა უნდა მოშორდეს იქედან, _ თქვა შარაშენიძემ და დარბაზში მყოფებს სთხოვა, ესაუბრათ მათთვის პრობლემურ საკითხებზე.

მელექედურის ერთ-ერთი მცხოვრები დაეთანხმა მუნიციპალიტეტის მერს, რომ შენობა ძალიან სახიფათოა:

_ მართალი ხართ, საშიშია იმ მხრივაც, რომ ვინმე გამვლელი და ან შენობაში უნებლიედ შესული არ დაშავდეს, შენობა კი არა, ნანგრევია, _ უთხრა მერს კრებაზე მისულმა მოქალაქემ.

ადგილობრივმა ხათუნა ღლონტმა გზის პრობლემებზე ისაუბრა, რის გამოც, გადაადგილებისას მრავალ დაბრკოლებას აწყდებიან მელექედურელები:

_ შენობა კი არა, მეორე ბრიგადაში ისეთი გზაა, მანქანა აღარ ამოდის და მალე ფეხითაც ვერ ამოვა ადამიანი. გუშინ მიკროავტობუსის მძღოლმა შუა გზაზე გააჩერა მანქანა და აღარ წამოვიდა. რა უნდა ვქნათ? _ იკითხა ხათუნა ღლონტმა, რაზეც მისი თანასოფლელი, როგორც მან თქვა, “ევროპული საქართველოს” წევრი ნაზი სალუქვაძე შეეკამათა:

_ ეს “რაფი” აქამდეც მაქ ჩერდებოდა, _ თქვა სალუქვაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კოტე შარაშენიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის.

_ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთხრა ოპოზიციის წარმომადგენელმა შარაშენიძეს.

თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს.

კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან.

კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა:

_ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა მან.

კრების მსვლელობისას მელექედურელებმა არაერთხელ დასვეს საკითხი გზის, სტადიონის, გარე განათების და გაზის გაყვანის თაობაზე.

_ როგორც ჩანს, პროექტია გასაკეთებელი, _ თქვა კოტე შარაშენიძემ გზასთან დაკავშირებით და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს მიმართა, რომ ჩაენიშნა.

კრების მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს სასმელი წყლის, გაზის პრობლემაზე. შარაშენიძემ ყველა პრობლემის შესახებ მოისმინა, თითოეულ გამომსვლელს დახმარება აღუთქვა, თუმცა, საუბარს მუდამ სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის აუცილებლობით ასრულებდა:

_ საჭიროა იმ დაუსრულებელი, დანგრეული შენობის იქედან მოშორება. არ წავალ მანამდე, სანამ ყველას აზრს არ მოვისმენ. მიყვარს მელექედური, თქვენი აქტიურობის გარეშე აქ არაფერი გაკეთდება. დავიწყოთ ამ ცენტრის კეთილმოწყობა. მე ორი წელი კიდევ მაქვს დრო, რომ ვიმუშაო და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მელექედურს სჭირდება… ჩვენ გვყავს იურისტები, არსებობს იურიდიული სამსახური. გავარკვიოთ ყველაფერი და დავიწყოთ ამ 40 ათასი ლარით, _ თქვა მან და კიდევ ერთხელ აშკარად გამოიკვეთა მისი სურვილი, რომ სწორედ იმ ადგილის კეთილმოწყობას და მასზე განთავსებული შენობის დემონტაჟს ითხოვდა, რომელზეც უთხრეს, რომ საპატრიარქოსთვისაა გათვალისწინებული.

საბოლოოდ, გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ, თუ რომელი საკითხი მიეჩნიათ პრიორიტეტად. ხელის აწევის შემდეგ, უმრავლესობამ თანხმობა ხელმოწერით დაადასტურა.

_ მერს სურს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი შეიქმნას, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვყავდეთ აქ, _ თქვა ადგილობრივმა ელისო ბენდელიანმა.

 კერძო საუბარში მელექედურელთა ნაწილმა კვლავ აღნიშნა, რომ ძველი შენობის დემონტაჟი უხერხულია, რადგან შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს აქვს სურვილი, შენობა ეპარქიის მფლობელობაში გადავიდეს, რის შესახებაც ბოლო 10 წელია, ცნობილია.

ხომ არ გადაიკვეთება მელექედურში საპატრიარქოს და სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის უმეტეს მომხრეთა ინტერესები? _ ეს კითხვა აუცილებლად გაუჩნდებოდა კრების დამსწრეს.

ამიტომ გადავწყვიტეთ, იქ გაჩენილი საეჭვო კითხვები კი სათანადოდ გადაგვემოწმებინა, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის და ასევე, მელექედურელთათვის საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ. გავარკვიეთ, რომ მელექედურის ცენტრში არსებულ ძველი შენობა, არსებული ტერიტორიით, საპატრიარქოს ჯერ კიდევ 2009 წლის 28 ოქტომბერს უზუფრუქტით გადაეცა, საკადასტრო კოდი 26.13.17.002.

აქედან გამომდინარე, წარმოშობილი კითხვის _ გადაიკვეთება თუ არა მელექედურში საპატრიარქოსა და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მომხრეთა ინტერესები, პასუხი ცნობილია _ გადაიკვეთება! ეს კი უნდა აინტერესებდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16 თებერვალი, 2026

მიიღეთ ეს გაფრთხილებად! _ მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნებას მიმართავს

საჯარო მოხელე: "დანამატებში და ჯილდოებში გაცემული თანხა, შეიძლება, ჯამურად "ყვიროდეს"...

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16.02.2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16.02.2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16.02.2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარს ქალი ემსხვერპლა

16:54; 16.02.2026
ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო