შსს-ს ინფორმაციით, გარდაბანში ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მხატვარი ლია უკლება გამოეხმაურა.
„არ იქორწინოთ მოძალადე კაცებზე, ურთიერთობის პირველ ეტაპზევე შეიძლება მიხვდე ვისთან გაქვს საქმე, ადამიანად გთვლის თუ მის საკუთრებაში მყოფ ცხოველად, რომელსაც რასაც უნდა იმას უზამს, მაგალითად ღორივით დაკლავს. არ დაქორწინდეთ, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. დღეს კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ გავიგე, 23 წლის ყოფილი ცოლი მოკლა ვიღაც ნაძირალამ“,_ წერს ლია უკლება ფეისბუქზე.