გუდაურში მკვლელობა მოხდა _ ერთი მამაკაცი მოკლულია, ხოლო მეორე _ დაჭრილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიას წინ ადგილობრივებს შორის დაპირისპირება უძღვოდა.
შინაგან საქმეთა სამინისიტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.