ფრანგული კომპანია Lactalis-ი ბავშვთა კვების პროდუქტებში – Celia-ში, Picot-სა და Milumel-ში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა.
Lactalis-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.
აღნიშნული პროდუქცია საქართველოშიც შემოდის.
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.
მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი, „სელიას“ რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს.
1tv.ge