საკუთარი არჩევანი გააკეთა „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმაც.
ის საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია რა არჩევანს გააკეთებს დღეს ხალხი.
„მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. კიდევ ვიმეორებ, მე მოხარული ვარ, რომ ქართველ ხალხს მივეცი არჩევანის საშუალება, დანარჩენს დღეს საღამოს ვნახავთ და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ იმ შედეგებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეიყვანს რაიმე ტიპის ჩიხში“, _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მაშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურება.