უსაფრთხო, პოზიტიური სკოლა და საკლასო გარემო, ეფექტური მონიტორინგის სისტემები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამები და ინტერვენციები, მასწავლებელთა მომზადება და მხარდაჭერა, დაზარალებული მოსწავლეების მხარდაჭერა და რეფერაცია, მოსწავლეების გაძლიერება და მონაწილეობა, უკეთესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ძლიერი სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები_ეს ის რეკომენდაციებია, რასაც UNESCO სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისთვის და სკოლებში ბულინგის შესამცირებლად იძლევა.
UNESCO სკოლებს მოუწოდებს, რომ იყოს უსაფრთხო და ინკლუზიური ყველა ბავშვისთვის.
როგორც ბულინგის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რეგიონებში დიდ პრობლემას ფიზიკური ბულინგი წარმოადგენს, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ყველაზე მეტად გავრცელებული ფსიქოლოგიური ბულინგია, რასაც სქესთან დაკავშირებული ბულინგი მოჰყვება.
ასევე გაზრდილია ონლაინ და სმარტფონ ბულინგი.
ანგარიშის მიხედვით ფიზიკური ბულინგი ბიჭებს შორის არის უფრო გავრცელებული, ხოლო ფსიქოლოგიური გოგოებს შორის.
UNESCO-ს თქმით, ბულინგი აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, რადგან ის მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე და აკადემიურ მიღწევებზე.