ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის გორაბეჟოულის საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე “გურია ნიუსმა” სოფლის გამგებელი გურამ ტყელეშელიაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია დააფიქსირა.
ჩვენს კადრში ასევე მოხვდა მოქალაქე, რომელიც პირადობის მოწმობით ხელში ტყეშელიაძის ავტომობილთან მივიდა და სოფლის გამგებელს საუბარი დაიწყო.
“გურია ნიუსის” შეკითხვაზე რატომ მივიდა გამგებელთან პირადობით მოწმობით და ჰქონდა თუ არა არჩევანი უკვე დაფიქსირებული საარჩევნო ყუთთან, მოქალაქემ თავიდან გვიპასუხა, რომ ხმა არ ჰქონდა მიცემული, შემდეგ კი აღნიშნა, რომ გორობერეჟიულის საარჩევნო უბანზე ხმას საერთოდ არ აძლევს.
კითხვა _ თუ ამომრჩეველი არ არის რატომ დადის პირადობის მოწმობით საარჩევნო უბანთან უპასუხოდ დარჩა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ მეუღლეს მიაკითხა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის გამგებლები “გურია ნიუსმა” თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან დააფიქსირა.
როგორც გვითხრეს, ისინი დილის მერე უბნებთან იმყოფებიან. თავად გამგებლები კი ამბობენ, რომ უბრალოდ დგანან და პროცეს აკვირდებიან.