„მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატოსთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული“, _ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვას პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიზნებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატოსთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული და დარწმუნებული ვარ რომ ლიეტუვა ამჯერადაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება. ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, მომავალი თანამშრომლობის შესახებ და მიხარია, რომ ამ კონტექსტში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის და თანამშრომლობის პერსპექტივა საერთაშორისო ფორუმებზე პოზიტიური შინაარსის მატარებელია“,_განაცხადა მარგველაშვილმა.