გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.