მოსკოვის გამზირზე საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 10 წლის მოზარდს დაეჯახა.
არასრულწლოვანი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის შესახებ განსხვავებული ვერსიები ვრცელდება – ერთი ვერსიით, პატრული ბავშვს “ზებრაზე” გადასვლისას დაეჯახა, ხოლო მეორე ვერსიით, ბავშვმა ავტომობილს გზა გადაუჭრა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს. უწყების ინფორმაციითვე, მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზა.