მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება.
პროკურატურის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ცოტახნის წინ მივიდნენ.
„ფაქტობრივად, მას ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა, თუ, რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ადრე თუ გვიან, მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით დღეს მას.
შეკითხვები არის ძალიან ბევრი, როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის, რაზეც დღეს უნდა დაისვას შეკითხვები,“ – განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა.
სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში იმყოფებიან ბრალდებულის ადვოკატებიც.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი დაკითხვის განახლებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.
წყარო: რუსთავი2