სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო სანაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე სიის ფოტოს ავრცელებს, რომელშიც, როგორც თავად პოსტში მუთითებს, ის წევრები არიან აღწერილი, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხა აიღეს. თუმცა “როგორც “გურია ნიუსთან” აღნიშნეს, ადამიანი, რომელმაც აღნიშნული სია გაავრცელა “ქართული ოცნების” წევრია.
“თვითონ ეგ ქალბატონი “ქართული ოცნების” წევრია და ეგ სიაც მანვე შეადგინა”, _ გვითხრა პიროვნებამ, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან თავი შეიკავა.
“გურია ნიუსი” ამ დრომდე ცდილობს, დაუკავშირდეს აღნიშნული ფოტოს ავტორს.