“ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა,” _ წერს სოციალურ ქსელში კახი კალაძე და ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორების შეურაცმყოფელ კომენტარებს ეხმაურება:
“წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის _ სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე.
საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ.
მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს – იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში,” _ წერს კალაძე.
ამავე თემაზე: დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე
“რეაგირება შესაბამისი იქნება“ _ რას აცხადებს თათია დოლიძე მის მიმართ შესაძლო მუქარაზე