მსოფლიო ხალხთა სამი მეოთხედი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ზღუდავენ რელიგიის ან რწმენის უფლებას „რელიგიური თუ რწმენისადმი სოციალური მტრული დამოკიდებულების მაღალი დონის გამო“,_ამის შესახებ ინფორმაციას THE HINDUSTANTIMES გაეროს რელიგიური უფლებების საკითხების სპეციალური გამომძიებლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აჰმედ შაჰიდმა გენერალური ანსამბლეის ადამიანის უფლებათა დამცველ კომიტეტს განუცხადა, რელიგიური შეუწყნარებლობა მსოფლიოში მკვეთრად იზრდება.
მისი თქმით, 70-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს კანონები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს განსაკუთრებული შეხედულებების აღსაკვეთად, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით.
მისივე თქმით, მთავრობებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ რელიგიური უმცირესობების დაცვის ვალდებულებას.