მთაწმინდის პარკიდან, “ეშმაკის ბორბლის” მიმდებარე ტერიტორიიდან, მოქალაქეების ევაკუაცია გახორციელდა _ ამის შესახებ ადგილზე მყოფ „მოამბის“ ჟურნალისტს სამართალდამცველებმა განუცხადეს.
მათი განმარტებით, ხალხის გაყვანა უსაფრთხოების მიზნით მოხდა. ადგილზე ათი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთაწმინდაზე სწრაფად ვრცელდება და “ეშმაკის ბორბალს” უახლოვდება.
ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს უკიდია.