საქართველოს პარლამენტის და “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ხელისუფლებაში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.
“მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ვერაფერს გეტყვით. შეიძლება რამე იგეგმებოდეს, მაგრამ პოლიტსაბჭოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არაფერი განხილულა. ამ დროისთვის ის ვიცი, რასაც მედიის წარმომადგენლები ავრცელებს, რომ საკადრო ცვლილებები იგეგმება“, _ თქვა მედიის წარმომადგენლთან ზვიად კვაჭანტირაძემ.