Reuters-ის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტს კიდევ 44 მისი სამხედრო ემსხვერპლა, რის შედეგადაც დაღუპული სამხედროების რაოდენობამ 27 სექტემბრიდან დღემდე 1 221-ს მიაღწია.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო 27 სექტემბერს განახლდა.
საბრძოლო მოქმედებები ყველაზე ცუდ დონეზე ავიდა 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც დაიღუპა 30 000 ადამიანი.