https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მთიანი ჯუმათის მცხოვრებლები: “უმადური არ ვართ, მაგრამ შიდა გზების გაკეთება არ უნდა გაიწელოს”

7:12; 18.12.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუმათი ზღვის დონიდან 120 კმ-ზე მდებარეობს. სოფელი საკმაო მანძილითაა დაშორებული ქალაქის ცენტრიდან.

_ 15 კილომეტრამდე მანძილის გავლა ჭირდა ცუდი გზების გამო. დღეს არის საუკეთესო გზა და მოძრაობა არ ჭირს, თუმცა, სოფლის შიდა გზები არა ერთგან მოუწესრიგებელი და დაზიანებულია. მათ შორის არის ისე ძალიან დაზიანებულიც, სადაც მსუბუქ ავტომობილს გავლა უჭირს, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.

ერთ-ერთი დაზიანებული აღმართი გასდევს მონასტრის ქუჩას, რომელიც ნიაღვრისგან დასერილია, ხოლო სადაც ჰორიზონტალურია, ორმოებითაა სავსე.

ჯუმათის მკვიდრი, მინდია კვაჭაძე გზის პრობლემაზე ღიად საუბრობს:

_ პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჯუმათში ძალიან კარგი გზა გაკეთდა. ბევრ აღმართშიც დაიგო ბეტონის მონაკვეთები. თუმცა, მონასტრის ქუჩის გაგრძელება, რომელიც ორ კილომეტრამდე იქნება, ორმოებითაა სავსე. მსუბუქ მანქანებს კი არა, მიკროავტობუსებსაც ძალიან უჭირთ გადაადგილება. არაერთხელ იყვნენ, ჩვენც მივმართეთ მერიას და გვპირდებიან, რომ 2020 წელს გაკეთდება. ალბათ, არ მოგვატყუებენ, _ თქვა მან.

_ მონასტრის ქუჩის გაგრძელებაზე, აღმართი სადაც მთავრდება და თავქვე ეშვება, გზა ისეა დაზიანებული, ცალ ფეხზე ხტუნვით გამოვდივარ. მივმართეთ შესაბამის უწყებას, მაგრამ არ გაკეთდებაო, _ გვითხრეს. რა ვქნათ, ხუთი ოჯახი ვართ იქ და ასე საცალფეხო გზით გამოვდივართ, ასე ვთქვათ, სამშვიდობოს, _ გვითხრა ჯუმათის მკვიდრმა, ქეთევან მეგრელიშვილმა და მეტი სიზუსტისთვის, განგვიმარტა, რომ მის უბანს “დობირო” ჰქვია.

მეგრელიშვილს მისივე მეზობელი მარი ჩხარტიშვილი გამოეპასუხა და შეახსენა, რომ აღნიშნული უბანი არამყარი ადგილია და რაკი მოძრავი ქანები და არამდგრადი გეოლოგიური გარემოა, ამიტომ არ მოხერხდება აქ გზის დაგება:

_ ისეთი მოძრავი მიწაა, ვერ დაეყრდნობი. არავინ იცის, როდის დაიძრება. უფრო ეს იყო თავშეკავების მიზეზი. ძალიან შორსაც არ არის სამანქანო გზა, რომ ვერ შევძლოთ გამოსვლა, თუმცა, ხუთ ოჯახს მაინც დისკომფორტს გვიქმნის, _ გვითხრა მარი ჩხარტიშვილმა.

იგივე გვითხრა ჯუმათელმა ქრისტინა ჯანიაშვილმაც:

_ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. არც იმის თქმა შეიძლება, რომ გზის გაკეთების მხრივ უყურადღებოდ ვართ. მით უფრო, ჯუმათში მრავალი უბანია, მთიანი რელიეფი აქვს. ყველგან იყო პრობლემა. ბევრიც გაკეთდა. თუმცა, ეს გზა, რომელიც მონასტრის ქუჩის გაგრძელებაა, მიდის მონასტრამდე. ასევე, სკოლაშიც ამ გზით მიდიან ბავშვები. კი შეგვპირდნენ, მაგრამ დაჩქარებაა საჭირო. იმედია, 2020 წელს გაკეთდება, როგორც გვითხრეს. ხომ ხედავთ, ზაფხულივით ამინდებია დეკემბერში და გზა ნახეთ _ უზარმაზარ ორმოებში რამხელა გუბეები დგას. ხომ ადვილი წარმოსადგენია, წვიმასა თოვლში გადაადგილება რომ საერთოდ შეუძლებელი იქნება. ამიტომ ვწუხვართ, უმადური არ ვართ, მაგრამ შიდა გზების გაკეთება არ უნდა გაიწელოს, _ თქვა ქრისტინა ჯანიაშვილმა.

ჯუმათელები ამბობენ, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა, ამ ეტაპზე გზასა და ციტრუსოვანთა გასაღების ბაზარზეა აქცენტი გადატანილი. ბაღებში ციტრუსის კრეფა თითქმის დასრულებულია. აქა-იქ ჩანს ჯერ კიდევ დაუკრეფავი ფორთოხალი და ლიმონი.

_ წელს საუკეთესო ამინდია. ამ მხრივ გაგვიმართლა, თუმცა, მოსავალი ნაკლებია. 17 ტონა ციტრუსს ვკრეფ სეზონზე, წელს მსხმოიარობა არ იყო ისე, როგორც გასულ წელს. სამაგიეროდ, ხარისხიანია. თუ არ შეწამლე, არაფერი გამოვა. ხუთჯერ შევწამლე, როგორც მანდარინი, ისე _ თხილი. წამალი ძვირია, ხშირად ხარისხი საეჭვოა. ამიტომ ეს საქმე უნდა გამოსწორდეს. მკაცრად შემოწმდეს, როგორი წამალი შემოდის და ვისგან. თუ ცოტა უფრო იაფადაც იქნება, ხალხი ამოისუნთქავს, _ ამბობს 85 წლის ჯემალ თავართქილაძე.

როგორც ბატონი ჯემალი გვიყვება, მეუღლე ხუთი წლის წინ გარდაეცვალა. ეს უბედურება ასაკში შესული კაცისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, ფარ-ხმალი არ დაუყრია:

_ რა უნდა ვქნა, სამი შვილი მყავს. ყოველ შაბათ-კვირას მოდიან. მე ოჯახს და კარმიდამოს ვხედავ. მიყვარს მიწა, შრომა. საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. გურია წალკოტია, თუმცა, მოვლა უნდა. ცოტა უკეთესობა არის. მანდარინს წლების წინ ვერ ვყიდდით, ლპებოდა და ვყრიდით, ავსებული იყო ღელეები. ახლა შედარებით გამოსწორდა. ერთიანად გავყიდე. ერთი კილოგრამი 60 თეთრად. მე მეტიც კი მინდოდა, მაგრამ არაა მთლად მასე. ახლა მთავარი ისაა, ხალხს დაეხმარონ ხარისხიანი წამლის მიწოდებაში. მანდარინიც ამოისუნთქავს და მშრომელი კაციც, _ ამბობს ჯემალ თავართქილაძე და სოფლის გზების კეთილმოწყობის შესახებ საუბრობს

_ ახლა განსაკუთრებით საჭიროა გზა. კლიენტი მოდის, მალე ახალი წელიც მოვა. გზაა მთავარი. ჯუმათი მთიანი სოფელია, ძნელად მისადგომი ბევრი უბანი აქვს და ბუნებრივია, მეტ ყურადღებას ითხოვს, ვიდრე ბარში, ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლები, _ გვითხრა მან და ოპტიმისტურად დაგვემშვიდობა:

_ ახლა ჩემი მორთმეული ციტრუსი ინებეთ და მომავალ წელსაც დამელოდეთ, გაისად კარგი მოსავალი იქნება და არც მე ვაპირებ სადმე წასვლას.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და ჯუმათში მონასტრის ქუჩისა და შიდა საუბნო გზების შესახებ ჰკითხა.

_ აღნიშნულ სოფელში შიდა გზების პრობლემები, უმეტესწილად, მოწესრიგებულია. რაც შეეხება მონასტრის ქუჩას, დაგეგმილია და 2020 წელს ისიც გაკეთდება, _ გვითხრა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მგელაძემ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5 თებერვალი, 2026

დათო ლიკლიკაძე:"ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით არ დავიღუპეთ 90- იანელებში "

თეა წულუკიანი: ამ საქმის გამოძიება მათთვის დიდი გამოწვევაა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო