მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა.
როგორც თვითმხილველებმა „გურია ნიუსთან“ აღნიშნეს, კაცი ჯებირთან მივიდა და წყალში გადახტა. რა დროსაც მათ სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები გამოიძახეს. საბედნიეროდ, მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უწყებამ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.