2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება.
„1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს რევკომმა გადასცა, მოგივანებით, იმავე რეჟიმს ამ კედლებშივე გამოჰქონდა განაჩენი მწერლებისა და პოეტებისთვის. ამიტომაც ნიშანდობლივია, რომ რეპრესირებული მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი სწორედ ამ სივრცეში განთავსდება. რეპრესირებული მწერლების მუზეუმი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებასა და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს;
რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია „თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფილიო დედაქალაქი 2021“,_ ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.