“მურუსიძე არის პარაზიტი, არამი ლუკმა არ უნდა შეიტანოს ოჯახის გამოსაკვებად” _ ეს განცხადება სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, ტვ “პირველის” ეთერში მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის შეფასებისას გააკეთა.
„ეს პიროვნება არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა შეაქო თუ არ შეაქო, ეს არ ვიცი, მაგრამ… ცხოვრებაში მურუსიძე არის პარაზიტი. ცხოვრებაში მურუსიძეს ავტორიტეტი არ აქვს.ადამიანი, როდესაც ხელფასს იღებს, არამი ლუკმა არ უნდა შეიტანოს ოჯახის გამოსაკვებად. მე რატომღაც ასე მგონია, რომ მურუსიძე ერთ მომენტში, როდესაც დაწვება დასაძინებლად გაიაზრებს, რომ არაკაცურად იქცევა, არაპროფესიონალურად იქცევა.
ხანდახან უცბად გამიელვებს ხოლმე, რომ ასეთი ადამიანები ლინჩის კანონით ხომ არ გავასამართლოთ? და მოისვენებს ქვეყანა. ბევრნი კი არ არიან. ცოტანი არიან უსამართლობის კორიფეები”, _ განაცხადა მოლაშვილმა.