ოქტომბერი და ოქროსფერი ბატონობს გურიის ზღვისპირა კურორტზე. სეზონის მიწურულია _ ცოტა აგრილდა, დამსვენებლების ნაკადი, თითქმის, გათითოკაცდა. ურეკის სანაპირო ზოლში, ქვიშის ლეიბზე წამოწოლილ შინაურ პირუტყვსაც ხშირად ნახავთ. ხან უცაბედი წვიმაც წამოუშენს და პატარა მდინარის ზღვასთან შეერთების ზოლი, მირაჟს ემსგავსება და სკეპტიკურ ფონს ქმნის…
„სეზონს უკანასკნელი მოჰიკანები ვხურავთ. მზემ მოგიკითხათ. მზემ ურეკიდან, რომელიც ყველა სეზონს ერთნაირად აჩუქურთმებს“ – გვწერს ჩვენი მეგობარი, ლალი თავართქილაძე და სეზონის დასასრულის ლამაზ ფოტოებს გვიგზავნის.